24 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2 მილიონს უახლოვდება. ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 110 ათასს აჭარბებს.

მონაცემები მატულობს ლათინური ამერიკის ქვეყნებში - გასულ დღე-ღამეში ბრაზილიასა და მექსიკაში სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებას პროგნოზირებენ ირანში.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში. ივნისის შუა რიცხვებიდან მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შვედეთი და ბელგია შეამსუბუქებს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ბოლო 24 საათში "კოვიდ-19-ისგან" 169 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში. თურქეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 630-ს მიაღწია. რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 176-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანში კი ეს რიცხვი 78-ს შეადგენს.

დღის ამბები