თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა. იგეგმება, ასევე, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავების განახლება და ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები. ადგილზე თბილისის მერი, კახა კალაძეც იმყოფებოდა.
"უნივერსიტეტმა მოახდინა ფასადის განათებების სამუშაოების წარმოება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. იცით, რომ დაწყებულია მეორე კორპუსის რეაბილიტაცია როგორც შიგნით, ისე გარეთ. ეს ფასადის განათებები ძალიან მოუხდა გამზირს და სამუშაოები როცა დასრულდება, ძალიან დაამშვენებს. ზუსტად ასეთი ხარისხის ქუჩები უნდა იყოს დედაქალაქში,"-განაცხადა კახა კალაძემ.
პირველ ეტაპზე, ჩატარდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობის სრული რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტია.