25 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 805-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსი უკვე 650-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2,424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი. 

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები