25 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს ტოვებს

"კურიერის" მიერ, რამდნეიმე დღის წინ გავრცელებული ინფრმაცია, რომ გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს ტოვებს დადასტურდა.

გადაწყვეტილების მიზეზად "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი და ახლა უკვე ყოფილი ლიდერი ასახელებს, რომ კონკრეტულად მისი და პარტიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო, რაც გიორგი ახვლედიანის თქმით წინასაარჩევნოდ პარტიას აზარალებს.

გავრცელებული ინფორმაციით პოლიტიკოსს "ქართული ოცნების" ე.წ. გარე სპიკერობაში სდებენ ბრალს, რასაც ის უარყოფს და სამართლებრივი დავისთვის ემზადება.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და პოლიტიკურ საქმიანობას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კურიერის შეკითხვებს გასულ კვირას უპასუხა, რომ პარტიიდან წასვლას არ გეგმავდა. 

დღის ამბები