23 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა - ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მსგავსი კამპანიები ინტენსიურად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას ცნობილი სახეები შემოუერთდნენ. ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში, გვახსოვდეს არა მხოლოდ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, არამედ გახდეს საზოგადოების ცხოვრების წესი," – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა.

ბორჯომის პლატოს დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ცნობილმა სახეებმაც მიიღეს. მათ შორის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ანი გიუნტერმა.

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაზე ჰარმონიულად თავს სწორედ ბუნებაში გრძნობს, თუმცა ჩვენ თავად ადამიანები ხშირად ვარღვევთ ამ ჰარმონიას ბუნებასთან მაშინ, როცა ვანაგვიანებთ ტერიტორიას. ახლა ვიმყოფებით ბორჯომის პლატოზე, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ვეწვიეთ ამ ადგილს, რომ ჩვენი წილი შევიტანოთ ამ ტერიტორიის დასუფთავებაში," - განაცხადა ჟურნალისტმა ანი გიუნტერმა.

დღის ამბები