25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა +37 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დღის ამბები