19 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ვარკეთილში შეიარაღებული მამაკაცის დასაკავებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში სადაც ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მამაკაცის დასაკავებლად, რომელიც შეიარაღებულია ჩაკეტილი საკუთარ ბინაში, შტურმი არ დაწყებულა და მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი პირველ სართულზე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინ არაა და ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში.  მოლაპარაკება მიდის როგორც პირადად, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები