24 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება - გიორგი გახარია შესაძლო გადადგომაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.  

გიორგი გახარიას განცხადებით,  20 ივნისს ისევ პრემიერი იქნება და პოსტის დატოვებას არც არჩევნებისთვის აპირებს.

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს ინფორმაცია გავრცელებული ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. არჩევნები ხო შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული წლის 20 ივნისის ღამეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა იყო შეცდომა, თუმცა ეს არავის აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყოს.

"20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი პარლამენტზე, ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა იყო შეცდომა ეს თავიდანვე იყო ნათქვამი და მეტიც შესაძლოა შეცდომაზე უფრო მკაცრადაც შეფასდეს. თუმცა ეს არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რევოლუციაზე და გადატრიალებაზე იფიქროს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები