06 ივლისი 2020,   04:02
ვრცლად
მელიას გუშინდელი ბრიფინგი ერთი არაკორექტული დეტალის მიღმა, კარგი ნაბიჯია - გიგა ბოკერია 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შესახებ საუბრობს. 

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს ერთიანი შეთანხმების საგანი არ ყოფილა და ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით მოისმინა. ბოკერია თამით,  საჯარო განცხადებებმა პარტიების შეშფოთება გამოიწვია. 

“ეს ნაწილი არ იყო ნორმალური, მაგრამ ცხოვრება შედგება არჩევანებისგან. ჩვენ ვიყავით საფრთხის ქვეშ იმ რიტორიკის ფონზე, რაც მოვისმინეთ" ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან, რომ საერთოდ ეჭვის ქვეშ დგებოდა საჭიროება პირველ ტურებში შეთანხმების. მე არ მიყვარს სპეკულაცია, მე ვუსმენდი საჯარო განცხადებებს და ამ საჯარო განცხადებებმა არა მარტო ჩვენი, ლეიბორისტების, "გირჩის", ყველას შეშფოთება გამოიწვია. შეშფოთება გამოწვია ამან, მაგრამ კარგია, რაც კარგად მთავრდება. ბატონ მელიას გუშინდელი ბრიფინგი ამ ერთი არაკორექტული დეტალის მიღმა, ვგულისხმობ ოლქების დასახლებას, საერთო ჯამში იმ ამოცანისთვის, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, არა პოლიტიკური პარტიების, არამედ ქვეყნის, არის კარგი ნაბიჯი. ახლა, იმედია ეს შესრულდება, დანარჩენი პოლიტიკური ძირითადი მოთამაშეებიც მალე, დღეების განმავლობაში, შეთანხმდებიან კონკრეტულ გვარებზე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლეობორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების გაერთიანების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ქვეყნისთვის საჭიროება დგება, ბევრი განსხვავების უკანა პლანზე გადადება ხდება. 

"ბატონმა ივანიშვილმა მოახერხა უცხო პლანეტელის როლის შესრულება. როცა ასეთი რაღაც ხდება, ბევრი განსხვავების გვერდზე გადადება გიწევს. იმიტომ რომ, ეს ქვეყნისთვის არის უკეთესი, ზუსტად ისევე, როგორც პირველ ტურებში შეთანხმება, მთავარი ამოცანაა, რომ რისკები შევამციროთ. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გააკეთა მმართველმა გუნდმა? ჩვენ თუ წავაგეთ, სამოქალაქო ომი იქნებაო. ვერანაირი სამოქალაქო ომი ვერ იქნება, მაგრამ ეს აჩვენებს, როგორ ნევროზულ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ამიტომ, თუ გვაქვს შანსი, რომ პირველ ტურში ვითარება მკაფიოდ გამოიკვეთოს, რატომ უნდა გარისკო მეორე ტურამდე? ეს ნევროზული რეჟიმი რა ტიპის სისულელეებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

დღის ამბები