06 ივლისი 2020,   03:15
ვრცლად
აქ რუსულ პროპაგანდას აყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურს უწოდებენ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სომხეთში არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის ნაკლებად სახიფათოა, თუმცა,  ეპიდსიტუაციის გაუარესება დიდწილად ინფორმაციის ნაკლებობის და დეზინფორმაციის ბრალია. 

"სახიფათო ნაკლებად არის ის, რაც ახლა სომხეთში ხდება, თუმცა ჭკუის სასწავლებელი ნამდვილად არის. ჩვენთან არიან ჯგუფები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არაფერი არ არის. თავიდან მიდიოდა რუსული პროპაგანდა და მიკვირს, რომ აქ რუსულ პროპაგანდას აყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურს უწოდებენ.

რუსული პროპაგანდის ბრალი იყო ის, რაც ჩვენთან ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში მოხდა. ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორად მიწოდება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები