19 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული. მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამივე მათგანი იმპორტირებულია. მისივე ინფორმაციით, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი დღეს 13-ით გაიზარდა და ჯამში 663-ია. 

"დღეს მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ ამ დროისთვის იყო 805 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად 808 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, იყო 650 და გახდა 663. ამჟამად, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი. ეს დაახლოებით ინფიცირებულების 16%-ია მხოლოდ. ეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა სამივე არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, როგორც ამბობენ. ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ჩვენთან 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებული პაციენტების გამოკლებით, გვყავს 49 დადასტურებული პაციენტი.

მძიმე პაციენტები აღარ გვყავს, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.   

დღის ამბები