20 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 808-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსი უკვე 663-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი. 

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

დღის ამბები