06 ივლისი 2020,   04:31
ვრცლად
კალიფორნიის შტატში amazon-ის სადისტრიბუციო შენობა დაიწვა

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ გაყიდვების პლატფორმის, "ამაზონის" სადისტრიბუციო შენობა დაიწვა. კალიფორნიის შტატში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს, შენობის სახურავი მთლიანად ჩამოიშალა.

შენობიდან 100-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები