20 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
საერთაშორისო პარტნიორები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ეხმაურებიან და საქართველოს წინგადადგმულ ნაბიჯს ულოცავენ

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.

საარჩევნო რეფორმის მიღებას მიესალმებიან ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

"პროპორციული წარმომადგენლობა და უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გახსნა პოზიტიური, წინგადადგმული ნაბიჯია დაგეგმილი არჩევნებისთვის," - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

ამერიკელი დიპლომატის კურტ ვოლკერის განცხადებით კი, საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიაც. ამერიკელი კანონმდებლები რეფორმების განხორციელების პროცესში ქართველი პარტნიორების დახმარების მზაობას გამოხატავენ.

დღის ამბები