18 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რომ საბოლოო სიაში აუცილებლად ვიყოთ, ყველა კრიტერიუმით უსაფრთხო ქვეყანა ვართ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რომ საბოლოოდ ის სია, როდესაც ოფიციალურად იქნება ყველა წევრთან შეთანხმებული და გამოქვეყნდება, რომ ჩვენ აუცილებლად ვიყოთ ამ სიაში, რადგან ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის პირველი და განმსაზღვრელი ამ სიაში მოხვედრის. აქედან გამომდინარე ძალიან დადებითი მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს სია გახდება ცნობილი. ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას იმ პროცედურებზე, რასაც ალბათ შემოიღებს ან თანდართული იქნება ამ სიასთან ერთად, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ," - აღნიშნა ნათია თურნავა,

დღის ამბები