20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პროექტის მშენებლობა მიზანმიმართულად ჩაშალა - გრიგოლ გეგელია

"ლელო საქართველოსთვის" ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, რუსული პორტის გახსნა ნათლად აჩვენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პროექტის მშენებლობა მიზანმიმართულად ჩაშალა და  საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობაა.

"მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, ევროპარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და კონგრესი, ერთხმად აღნიშავდნენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ხელი შეუწყოს რუსეთს, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და მან ყველაფერი იღონა რუსული ინტერესების გასამყარებლად, ქართული ინტერესების ხარჯზე,"- აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები