20 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ 112-ში მაშინ დარეკა, როდესაც დასამალად შენობაში შევიდა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. იაკობ ბრეგვაძის ჩვენებიდან ცნობილი ხდება, რომ პატრულს დაპირისპირების შესახებ თავად შეატყობინა, თუმცა პოლიცია ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა.

ბრეგვაძე ჩვენებაში ამბობს, რომ 112-ზე მაშინ დარეკა, როდესაც დასამალად შენობაში შევიდა.

იმ პერიოდისთვის, ადგილზე ახალი მისულები იყვნენ ის პირები, რომლებიც იყვნენ იმ "მერსედესის" მანქანაში, რომელიც საქმეში ფიგურირებს. სამართალდამცავების მისვლისას კი ადგილიდან წასული იყო ორივე მანქანა, დაკარგული იყო გიორგი შაქარაშვილის კვალიც.

საპატრულო პოლიციამ იაკობ ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანა.

 

დღის ამბები