23 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ყოფილი შეყვარებულის დაწვა სცადა, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უკვე სასამართლო იმსჯელებს.

რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.

ექიმების ინფორმაციით, 23 წლის გოგონას სხეულის 40-პროცენტამდე დამწვრობა აქვს მიღებული, დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები.

დაზარალებულის მკვლელობა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა. ვახუშტი ბაგრატიონის 45 ნომერთან მამაკაცმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები