19 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
მკვლელობა ჩუმლაყში - ბრალდებულ კაცს ბრალი წაუყენეს

ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალი წაუყენეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს გამოძიება, განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ თავს იცავდა და ის წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოა. სისხლიანი დაპირისპირება სოფელ ჩუმლაყში 3 დღის წინ მოხდა. მოკლულია ერთი ახალგაზრდა, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი.

" საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, რომლის დაცვის ხარჯზეც მოუწია სხვისი სიკეთის დაზიანება," - აცხადებს ადვოკატ ზურაბ ბეგიაშვილი, მისი  თქმით, ბრალდებულს აღენიშნება სხეულზე საკმაოდ მძიმე დაზიანებები და ის შშმ პირია  

დღის ამბები