17 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
"დაგვიბრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი"- მწვრთნელები სპორტდარბაზების გახსნას ითხოვენ

"დაგვიბრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი" - ამ ლოზუნგით მწვრთნელები მთავრობას სპორტული დარბაზების დროულად გახსნას სთხოვენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან პანდემიის პირობებში გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება. 6 ივლისიდან ტრენინგ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნება, ფიტნეს ცენტრები და აუზები კი კვლავ დახურული იქნება.

"ჩვენ ველოდებოდით, რომ 6 ივლისს გაიხსნებოდა დარბაზები, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ გამოაცხადეს, რომ ტრენინგ ცენტრები და საგამოფენო ცენტრები გაიხსნება. აქ ვართ  მწვრთნელები, რომლებიც 4 თვეა შემოსავლის გარეშე დავრჩით. ყველაფერი გახსნილია მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენ, სპორტდარბაზები, ვიჩაგრებით. დროა გაიხსნას, მოგვცენ შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ, სპორტსმენებს მოგვცენ შესაძლებლობა, რომ ვივარჯიშოთ,"- აცხადებს მწვრთნელი გიორგი ვასაძე.

მწვრთნელ ზურა ბერიაშვილის ინფორმაციით, სპორტდარბაზების გახსნისა და რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მშვიდობიანი აქციის გამართვა იგეგმება. 

"ეს იქნება მშვიდობიანი აქცია მოთხოვნით - გაიხსნას დარბაზები, რათა შეგვეძლოს, რომ ვიმუშაოთ და ვივარჯიშოთ. ამასთან, კარგი იქნება თუ განახევრდება რეგულაციები, რაც შეეხება კვადრატულობას - გახდეს ნახევარი, 8-ის ნაცვლად 4 ან 5 კვადრატი და რომ არ ამოიღონ ტრენაჟორები დარბაზიდან,"- განაცხადა ზურა ბერიაშვილმა. 

 

დღის ამბები