26 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. თურქეთის მოქალაქე თავს უდანაშაულოდ თვლის.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას არ იყენებს. მისივე თქმით, დამატებით განმარტებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს. 

მკვლელობა გორში გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მკვლელმა 44 წლის დავით სვიანაძეს სასიკვდილო ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული გუშინვე დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა აწ გარდაცვლილი პოლიციელისგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
 
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დღის ამბები