19 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
მშენებლობა და შრომის უსაფრთხოება - აჭარაში მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის გახსნა, ტურიზმი, მშენებლობა და შრომის უსაფრთხოება იყო მთავარი თემა აჭარაში მთავრობის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე.

ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის მთავრობის მეთაური და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიის - "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად" ფარგლებში შეხვდნენ.

"შრომითი უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ვინაიდან ყველასთვის კარგად არის ცნობილი არაერთი ფაქტი, როდესაც იმის გამო, რომ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ხშირი იყო ლეტალური შემთხვევები. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

უკვე ერთი წელია ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ამ მიმართულებას სამინისტროში და გვაქვს უკვე გარკვეული შედეგები,"- განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები