18 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ეცდება თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას - პოლიტიკოსების პროგნოზები და შეფასებები

უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, აუცილებელია არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს და ხელისუფლებამ რუსეთს მასში ჩარევის უფლება არ მისცეს.

"ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, თავისუფლად და არ უნდა მივცეთ, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საშუალება ივანიშვილს, რომ მოახდინოს რუსული მეთოდებით ადამიანების შანტაჟი და ზოგადად მთელი მეთოდების ამოქმედება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. 

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს ხელისუფლების აქტიური მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან.

"ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი სამიზნე ყოველ ჯერზე არის ხოლმე საქართველო. ამიტომ, ჩვენ ამ მხრივ, ცხადია, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ზუსტად ამ მიმართულებით ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვფიქრობთ, რომ ამ თანამშრომლობით უზრუნველვყოფთ, რომ თუ იქნება მცდელობები, ის ზიანს ვერ მიაყენებს პროცესს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები