25 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
კოლუმბიაში 7.5 ტონა კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიაში 7.5 ტონა კოკაინი ამოიღეს. ერთობლივი ოპერაცია კოლუმბიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ნარკოტიკული საშუალებები სამშენებლო პროდუქციასთან იყო შერეული და შეიარაღებულ კრიმინალურ ჯგუფს პანამაში გადაჰქონდა.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება 286 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები