20 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
23 გამოჯანმრთელებული და 8 ინფიცირებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოში COVID 19-ით გამოჯამნმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა და მონაცემი 817 გახდა. მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

გაზრდილია ინფიცირების რაოდენობაც. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 8 ახალი დადასტურებული შემთხვევით ქვეყანაში სულ 939 შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დრომდე, კარანტინის რეჟიმშია 3,080 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები