19 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
თავისუფალი არჩევნები გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის მთავრობამ შერჩევითი სამართლით ვინმე არ დაიჭიროს, იმიტომ რომ აბრაზებს - გიგა ბოკერია

ხელისუფლების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციამ არ შეასრულა და პარლამენტში მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პასუხობს. მისი თქმით, შეთანხმება არ შესრულდა ხელისუფლების მხრიდან, რადგან გიორგი რურუა ისევ საპატიმროშია. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ბოკერიას განმარტებით, ამის დასტურია ისიც, რომ შეთანხმების არშესრულებასთან დაკავშირებით პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გრძელდება:

"მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ახლა გრძელდება საქართველოს მეგობრებისგან სხვადასხვა ფორმით, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის,  სწორედ იმიტომ რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი რურუა არის ციხეში და რომ ეს პრინციპის საკითხია. კანონის უზენაესობა,  თავისუფალი არჩევნები გულისხმობს იმას, რომ შერჩევითი სამართლით, ნებისმიერმა მთავრობამ, ამ შემთხვევაში ივანიშვილის მთავრობამ ვინმე არ დაიჭიროს, იმიტომ რომ აბრაზებს. სჯის და გზავნილს აკეთებს, რომ ვინც ჩემს წინააღმდეგ იმოქმედებს და დააორგანიზებს აქციებს, მშვიდობიანს, იქნება კრიტიკული მედიის თანაავტორი, შემიძლია ასე დავიჭირო კანონის უხეში დარღვევით და გირაოთიც არ გამოვუშვა ყველა სხვისგან განსხვავებით, ვინც მსგავსი ბრალდებით ზის. ამას აპროტესტებს ყველა ქართულ საზოგადოებაშიც,  პოლიტიკურ პარტიებიც და საქართველოს მეგობრებიც. სხვადასხვა ფორმით,ზოგი უფრო მკვეთრია, ზოგი უფრო დიპლომატიური," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები