18 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
გასულ დღე-ღამეში აშშ-ში ​კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი 57 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მაჩვენებელი სწრაფად მატულობს. აშშ-ში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 57 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 23 შტატშია შეჩერებული.

მილიონ ნახევარს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა ბრაზილიაში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს ათას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მონაცემების მატების გამო საზოგადოებრივ შეკრებებზე შეზღუდვები ხელახლა დააწესა ისრაელის მთავრობამ.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში 8, სომხეთში კი 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები