25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
გაეროს ბავშვთა ფონდი ითხოვს, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას მიანიჭოს

გაეროს ბავშვთა ფონდი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად ითხოვს, რომ საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას მიანიჭოს.

ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ. გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა რჩევებიც, რომლებიც დაეხმარება მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში.

რეკომენდაციების ჩამონათვალშია, რომ უნდა მოხდეს სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისთვის; უნდა დარეგულირდეს სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკი. გაკვეთილები კი ჩატარდეს ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.

დღის ამბები