19 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
შს მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.

დღის ამბები