25 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
ბიზნესი შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია

ბიზნესი შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია. როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, შრომის კოდექსის არსებული რედაქციით ინსპექტირების სამსახურს განუსაზღვრელი უფლებამოსილება ენიჭება, რაც ბიზნესისთვის დამაზიანებელია.

"შრომის ინსპექციის მანდატი შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს განუსაზღვრელი გაფართოება. ჩვენ თუ მაგალითად დღეს შრომის ინსპექციას მივანიჭებთ იმაზე ფართო უფლებამოსილებებს რიგ შემთხვევებში, ვიდრე პოლიციას აქვს, ბუნებრივია ეს რისკები წარმოიშვება იმიტომ, რომ არ შეიძლება განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით აღჭურვო ადმინისტრაციული ორგანო და შეასუსტო მასზე თუნდაც იგივე სასამართლო კონტროლი.

იქნება ცალსახად ადმინისტრაციული წნეხის გაზრდა ბიზნესზე, რისკები იქნება და იქნება აუცილებლად მათ შორის კორუფციული რისკები," - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.

დღის ამბები