20 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
დავით ჭაკუას 21 დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

საქართველოში ექსტრადირებულ დავით ჭაკუას 21 დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

პროკურატურის წარმომადგენლებმა წარდგენილი ბრალდება მას ბათუმის აეროპორტში ჩამოფრენისთანავე გააცნეს.

ჭაკუა 2013 წლიდან იძებნებოდა წითელი ცირკულარით. ის მონაწილეა რამდენიმე გახმაურებული საქმისა, რომლებიც პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები, ქართული მხარის თხოვნა და ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები