16 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
გახსენით თურქეთთან საზღვარი სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ხელისუფლებას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის ერთადერთი წყარო თურქეთში სეზონური სამუშაოებია, წელს კი თურქეთში წასვლის საშუალება არ ეძლევათ:

"პრემიერმა ისაუბრა თუ როგორ კარგად ექცევა გადამზიდავი ტრაილერის მძღოლებს, ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ არა ტრაილერის მძღოლების, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების თვალით შეხედოთ პრობლემას. გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ერთი პრობლემა დგას გადაუდებლად. ათიათასობით ადამიანი მიდის მეზობელ ქვეყანაში თხილზე და ჩაის საკრეფად. ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და რა ხდება მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც კორონავირუსს აშკარად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები