20 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
"ტულონი" ლეგენდარულ ქართველ მორაგბე მამუკა გორგოძეს ოფიციალურად დაემშვიდობა

საფრანგეთის სარაგბო კლუბი "ტულონი" ოფიციალურად დაემშვიდობა ლეგენდარულ ქართველ მორაგბე მამუკა გორგოძეს, რომლის კონტრაქტსაც ვადა სწორედ ივლისის დასაწყისში გაუვიდა.

ის, რომ გორგოძე კარიერას ასრულებდა, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ტულონელებმა მისთვის პატივის მიგება კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს. მამუკა გორგოძემ ტულონის მაისურით ექვსი სეზონი ითამაშა, 110 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელიც გახდა.

"დიდი მადლობა ჩვენს მებრძოლს," - წერს "ტულონი" სოციალურ ქსელში და მამუკას სპეციალურ ვიდეოსაც უძღვნის.

დღის ამბები