19 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ბლოკებად თუ მარტო - რა ტაქტიკას აირჩევენ ოპოზიციური პარტიები 2020-ის არჩევნებისთვის

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციურ პარტიებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ - როგორ აჯობებს მონაწილეობა, ბლოკებად თუ მათ გარეშე ? - ამ კითხვაზე პასუხი პარტიებმა ისე უნდა გასცენ, რომ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი საარჩევნო ტაქტიკა შედგეს. მართალია "რესპუბლიკური პარტია" ჯერ არ ჩქარობს იმის თქმას, ვისთან იქნება ან არ იქნება ბლოკში, თუმცა გუნდში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს 2 ბლოკი, რომელსაც ამ მოცემულობაში ყველაზე უფრო მეტად ალტერნატიული პრეტენზიის მქონე ძალად განიხილავს.

ერთად ან ცალკე ყოფნის გადაწყვეტილებას საერთო სტრატეგიის ნაწილად განიხილავს გიორგი ვაშაძე, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კოდექსის მიღების შემდგომ ფიქრობს ამ საკითხზე ჩამოყალიბებას.

"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" - მხოლოდ პროდასავლური პარტიების ერთობად წარმოიდგენს გაერთიანების კიდევ ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამბობს, რომ სამშაბათს ალიანსში შეკრების შემდგომ ბლოკების საკითხი კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.

ამ გაერთიანებაში არიან ძალები, ვისთვისაც უკვე ცალსახად ნათელია, რომ "ძალა ერთობაშია" კვლავ ერთიანი ბლოკით წარდგება არჩევნებში. ელიან ახალი პარტიებისა და სახეების მატებასაც.

ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცის, რომ საკუთარ მოქალაქეობრივ პლატფორმას მალე პარტიად აქცევს და ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად სხვა პარტიაში შესვლას ცალსახად გამორიცხავს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ "ლელოს" შორიდან აკვირდება და ამ თემაზე ერთი თვის წინ მათთან მოლაპარაკებებიც კი ჰქონდა. პოლიტიკოსი სექტემბრამდე ამ მხრივ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ ფიქრობს. თუმცა ზუსტად იცის ის, ვისი პარტნიორობაც არ დააინტერესებს.

შეთანხმებული წესების თანახმად, პარტიას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში მხოლოდ 1 პროცენტიანი ბარიერი ექნება გადასალახი, ხოლო თუ იგი ბლოკად გაერთიანდება, იმდენივე პროცენტის გადალახვა მოუწევს, რამდენ პარტიასაც ეს ბლოკი დაითვლის. შესაბამისად, ახლა პატარა პარტიებს იმის ანალიზი მოუწევთ, სად უფრო მეტი შანსი ექნებათ გამარჯვების მოსაპოვებლად.

 

 

დღის ამბები