25 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
"დღის წესრიგში დგას განზრახ მკვლელობის ვერსია" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შესაძლოა, დაკავებულთა და ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ინფორმაციას დაღუპულის ბიძა ავრცელებს.

მირიან ნიკოლაძე საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახს აქვს კითხვები მოწმეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკვირვებითაც.

"დღის წესრიგში დგას განზრახ მკვლელობის ვერსია. იქამდე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა, გამჩერებლები ჩვენ არ ვართ. წრე რომ გაფართოვდეს, მე არ გამიკვირდება, თუმცა ამაზე დადასტურებული პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ერთ-ერთ ვერსიად არსებობს, ბავშვებზე ხომ არ განახორციელეს ზეწოლა და აიძულეს, რომ რამე დაეფარათ. ვიღაცა არასწორად იძახის რამეს, ან - არასრულად ამბობს,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

დღის ამბები