19 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
"ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე" - გოგონას, რომლის დაბადების დღეზეც დაპირისპირება მოხდა, პოლიციაში გამოკითხავენ

დღეს მცხეთის მთავარ სამმართველოში ანი გაბეჩავას გამოკითხავენ. ამ ეტაპზე საქმე არ ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას, საუბარია გაბეჩავას მიმართ დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიაზე.

ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოგონას მიმართ, დიდი ხანია, ბულინგი და ზეწოლა ხორციელდება.

"მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ აქ. ხორციელდება ბულინგი და ზეწოლა ანი გაბეჩავაზე,"- განაცხადა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის დაპირისპირება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაიწყო.

დღის ამბები