20 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოგზაურობას განაგრძობს - პრეზიდენტი ლაშიჭალას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონდე ავადმყოფობებზე.

პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.

დღის ამბები