23 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
წყალდიდობა ჩინეთში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები

წყალდიდობაა ჩინეთში - ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰუის დასახლებაში ძლიერმა წვიმებმა, რასაც მდინარეების ადიდება მოჰყვა, საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.

მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

სტიქიური უბედურების ზონაში 18 სოფელია მოქცეული, საიდანაც ადგილობრივების გამოყვანა ეტაპობრივად ხდება.

დღის ამბები