19 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება პანდემიის გამო განსხვავებული წესებით უწევთ

საქართველოში არსებულ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. პირველი გამოცდის ჩაბარება აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში უწევთ.

დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

აბიტურიენტები ვალდებული არიან ცენტრში ნიღბით შევიდნენ, მხოლოდ მაგიდასთან დაჯდომის შემდეგ აქვთ მისი მოხსნის უფლება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოთახში კონდიციონერი არ არის ჩართული; განსაზღვრულია ასევე ფართობი და ამ ფართობზე დასაშვებ პირთა რაოდენობა; სამუშაო მაგიდები, რომელთა შორის დაშორება სულ ცოტა 2 მეტრია, დამცავი ბარიერით არის აღჭურვილი.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია. საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამოყოფილი.

პირბადის გამოყენება გამოცდის მსვლელობის დროს სავალდებულო არ არის, თუმცა თუ აპლიკანტს შესვლამდე ტემპერატურა დაუფიქსირდა, გამოცდის ჩაბარებას ვერ მოახერხებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში დღეს დაიწყო.

დღის ამბები