18 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
გიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

დღეს გიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

უფლებადამცველების განცხადებით, მათ რაიმე სახის შუამდგომლობა არ აქვთ და მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობენ.

ასევე დღეს მოხდება სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა, სადაც საუბარია გიორგი რურუას საკანში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ადვოკატი არ დასწრებია. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

"ეს არის თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი საქმე და პოლიტიკური მოტივაციის ნაკარნახევი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, როგორც საქართველოს პროკურატურას, ისე სასამართლოს. გიორგი რურუა ისჯება მისი სამოქალაქო აქტივიზმისთვის და მთავარი არხის დამფუძნებლობისთვის," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები