16 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
ამსტერდამიდან თბილისში დღეს მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდება

ამსტერდამიდან თბილისში დღეს მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდება. Georgian Airways-ის თვითმფრინავი ნიდერლანდების მიმართულებით დღეს გამთენიისას გაფრინდა.

ქართული ავიაკომპანია საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ივლისის განმავლობაში ამსტერდამიდან კიდევ 5 რეისის შესრულებას გეგმავს.

უახლოეს დღეებში ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილია ვენიდან და პარიზიდან.

ფრენა ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

დღის ამბები