20 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
"როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში" - გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე BBC-ის სტატიაში

"როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში" - ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს.

პუბლიკაციაში კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებებია აღწერილი. სტატიაში სამ მუშკეტერად სიმბოლურად ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე არიან მოხსენიებული. სტატიაში ხაზგასმულია მარინა ეზუგბაიას როლიც.

პუბლიკაციაში საუბარია გასული თვეების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების, პრევენციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიისა და ლუგარის ლაბორატორიის წინაღმდეგ რუსული დეზინფორმაციის შესახებ.

გარდა ამისა, ნახსენებია საერთაშორისო ფრენების გადადების საკითხი, რაც ჟურნალისტის განმარტებით, ტურიზმის სექტორზე არასახარბიელოდ აისახება. სტატიის თანახმად, ეპიდემიასთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის პასუხისმგებლობაც.

"პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ეპიდემიასთან ბრძოლის ძალისხმევას. დიდი გამოცდა იყო აღდგომის კვირადღე, როდესაც შიშობდნენ, რომ ღამის მსახურებას ეკლესიებში ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დაესწრებოდა. ქვეყნის ძლიერმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებაზე, თუმცა ხალხის უმრავლესობა მეცნიერების რჩევებს მიჰყვა და სახლში დარჩა,"- ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები