18 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

მათ შორის, განიხილებოდა სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც საუბარია გიორგი რურუას საკანში ჩატარებულ ჩხრეკაზე, რომელსაც ადვოკატი არ დასწრებია.

გიორგი რურუას საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა, დაცვის მხარეს დასაკითხი მხოლოდ 3 მოწმე დარჩა. შემდეგი პროცესი 8 ივლისს ჩაინიშნა.

დღის ამბები