20 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია სანადირო თოფიც, რომლითაც 34 წლის ახალგაზრდა ქალს, ძილის დროს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

მეზობლებმა 6 გასროლის ხმა გუშინ, გამთენიისას გაიგეს. შემთხვევის დროს სახლში ბავშვებიც იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დღის ამბები