19 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
ეროვნული გამოცდების მეორე დღე - ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპისთვის დარღვევები არ ფიქსირდება

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს კონკურსის გავლა სპეციალური წესების გათვალისწინებით უწევთ.

რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც უშუალოდ კონკურსი დაიწყო. 

ერთიანი ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, გამოცდებზე დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაგან მიიღეს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის დარღვევები არ ფიქსირდება. 

"დღეს გამოცდას, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 6 ათასი აბიტურიენტი ჩააბარებს.  ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, აბიტურიენტები დისტანციის დაცვით შემოვიდნენ საგამოცდო ტერიტორიებზე. ჩვენ დავათვალიერეთ საგამოცდო სექტორები. როგორც კი დაცხება და ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ჩავრთავთ კონდინციონერებს," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი კი აბიტურიენტების გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ მათ გარე პერიმეტრზე დისტანცია მაქსიმალურად დაიცვან. 

აბიტურიენტების თქმით, მათთვის ის ფაქტი, რომ პირბადის გამოყენება სავალდებულო არ არის უშუალოდ გამოცდის მსვლელობის დროს, დისკომფორტს და სტრესს გარკვეულწილად უხსნით

დღის მანძილზე გამოცდის დაწერა 6 ათას აბიტურიენტს მოუწევს, საბოლოო ჯამში კი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება. 

 

 




 

დღის ამბები