25 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში COVID ინფიცირებულთა მონაცემი 958-გახდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში კი ქვეყანაში COVID-19 838-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3 903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.

დღის ამბები