20 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროებს - ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ ”112”-ში განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა. ზარის მიხედვით, ის პოლიციის ეკიპაჟს იძახებს და ადგილზე სამართალდამცველთა დროულად მისვლას ითხოვს.  

"საქმის მოცულობის და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ინტენსივობის გათვალსწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის  დადგენის შემდგომში, შესაძლოა შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს,“ - აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე.

დღის ამბები