25 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია დაგვიანებით - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი საქმის მასალებს ეცნობიან

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი დღეს მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდა. იურისტები საქმის მასალებს ეცნობიან.

მათი შეფასებით, დოკუმენტაციაში ბევრი შეუსაბამო დეტალია და გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს.

"რიგი საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული დაგვიანებით, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზებზე პირები არიან გადაგზავნილი გუშინ. პასუხი უკვე წინასწარვე ცნობილია ალბათ, რომ მათ არანაირი დაზიანება უკვე აღარ შეიძლება რომ აღენიშნებოდეს. შესაბამისად, გაურკვეველია რას ემსახურებოდა 17 დღის შემდეგ მათი ექსპერტიზაზე გაგზავნა. ერთ-ერთი არის გიორგი ქათამაძე. გვარები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ არიან 19 რიცხვის ფიგურანტები," - განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა.

 
დღის ამბები