23 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
საფრანგეთში მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინეს

საფრანგეთში მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინეს. შეიცვალა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, გარემოსა და კულტურის მინისტრები.

მინისტრთა ახალ კაბინეტში პოსტები შეინარჩუნეს ეკონომიკის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა.

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.

დღის ამბები