19 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს, PCR კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ დაუშვეს, PCR კვლევით კორონავირუსი არ დადასტურდა.

ისინი, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან, საკითხზე სამინისტროში მსჯელობენ.

ეროვნული გამოცდების მეორე დღე კი უკვე დასრულებულია. პროცესი 8 საათზე დაიწყო.

დღეს დაგვიანების, ან აბიტურიენტების მოხსნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები